მზარეულის დამხმარე
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** დადგენილი რეცეპტურით ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქტის შენახვის ვადებისა და პირობების დაცვა (ტემპერატურული კონტროლი);
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქტის თავდახურული, მარკირებით და ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა;
** შეფ-მზარეულის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კვების ობიექტში მზარეულად მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი.
სამუშაო გრაფიკი: 04:00-13:00 (ვარკეთილის, ისანი-სამგორის ტერიტორიიდან 04:00 საათზე კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას).
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები).
მისამართი: ვარკეთილი, კაიროს ქუჩა 4.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მზარეული".
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 558 575572.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
კონდიტერის დამხმარე
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** პროდუქციის რეცეპტებით, დადგენილი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით შესრულება;
** შესასრულებელი რაოდენობების დამზადება, აღრიცხვა;
** კორპორატიული ან/და ქსელში გასაგზავნი შეკვეთის სტანდარტის მიხედვით ჩალაგება და გასაგზავნად მომზადება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა/კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** ნედლეულის ან/და მზა პროდუქტის ვადების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია საკონდიტროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
საწარმო მდებარეობს ვარკეთილის ტერიტორიაზე.
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონდიტერის დამხმარე".
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.
"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |