• ვაკანსიები
  • CV
    • მზარეული
    • მიმტანი
    • მენეჯერი
    • ადმინისტრატორი
    • მრეცხავი
    • მცხობელი
    • მომმარაგებელი
  • აკადემია
    • მზარეულის კურსი
    • მიმტანის კურსი
  • სერვისი
  • ფასები
  • კონტაქტი

 

სასტუმროს გაყიდვების წარმომადგენლი

სასტუმროს გაყიდვების წარმომადგენლი

სასტუმრო კვარიათი ჰილს აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
2. კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
3. იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
4. საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
5. მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
6. დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
7. მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
8. ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა დაგეგმილი მიზნების მიღწევისთვის;

9.შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;9.კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ ბაზრობებში;
10. იმუშაოს სასტუმროს მარკეტინგულ პროგრამებთან სრულ შესაბამისობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და/ან მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
2. სასტუმროში გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
3. ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;

4.სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
5. საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:


 ორგანიზებული, აქტიური, პუნქტუალური, საქმისადმი კეთილსინდისიერი მმიდგომა, ინიციატივის მოქონე და შედეგზე ორიენტირებული. დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური  რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:

 

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
ვაკანსიები