ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე
ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს
შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ „უკვეს“ გუნდს სჭირდები.
„უკვე“ ეძებს მოტივირებულ მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი
ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი
პროფესიულ უნარ-ჩვევები.
სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი -
დასვენების)
ფუნქციები:
• მენიუში შემავალი კერძების მომზადება
• სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
პიროვნული თვისებები:
• ოპერატიულობა
• ორგანიზებულობა
• ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
• ეფექტური კომუნიკაცია
• პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება,
ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების
ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს
კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის
ეთიკით.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge
ტელ: 596 334 334
შეხვედრამდე!
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |