”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - აცხადებს ვაკანსიას
მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი : მცოცავი, კვირაში არაუმეტეს 48 სთ;
ანაზღაურება : კონკურენტული, ფიქსირებული + ცვლადი
ფუნქცია-მოვალეობები:
• სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
• სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
• სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების
პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
• კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
• სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
• სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
• სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
• სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის
მომზადება);
მოთხოვნები:
• ინგლისური ან/და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ ერთი წელი გამოცდილება.
• კომუნიკაბელურობა;
• მომსახურების სანიმუშო მანერები;
• გამართული მეტყველება;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობა;
ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას
და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის !
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ
მისამართზე: hr@mgroup.ge 2020 წლის 01 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ
პოზიციის დასახელება: მიმტანი (სერვისის თანამშრომელი)
მადლობა დაინტერესებისთვის!
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |