ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე
ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს
შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ „უკვეს“ გუნდს სჭირდები.
„უკვე“ ეძებს მოტივირებულ მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი
ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი
პროფესიულ უნარ-ჩვევები.
სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი -
დასვენების)
პასუხისმგებლობები:
მენიუს შექმნისა და სხვა კულინარიული აქტივობების დაგეგმვა და მართვა
კერძის თვითღირებულების კონტროლი და დანაკარგის შემცირება
ინვენტარიზაციის, შეკვეთებისა და მარაგების კონტროლი
Health & safety სტანდარტების შენარჩუნება
გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაში ჩართულობა
ოპერაციული რეპორტებისა და პროგრესზე მომართული ანალიზების მომზადება
მუდმივი ზრუნვა საკუთარი თავისა და თანამშრომლების განვითარებაზე
ინდუსტრიის ახალ ტრენდებსა და საუკეთესო გამოცდილებებში ჩართულობა
აუცილებელი მოთხოვნები:
სამზარეულოს მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
თვისებები:
ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები
ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი
ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
ეფექტური კომუნიკაციის უნარები
ინიციატივიანი
ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება,
ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების
ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს
კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის
ეთიკით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე
info@ukve.ge
შეხვედრამდე!
„უკვე“-ს გუნდი
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |