სასტუმრო კვარიათი ჰილს აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
2. კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
3. იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
4. საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
5. მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
6. დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
7. მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
8. ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა დაგეგმილი მიზნების მიღწევისთვის;
9.შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;9.კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ ბაზრობებში;
10. იმუშაოს სასტუმროს მარკეტინგულ პროგრამებთან სრულ შესაბამისობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და/ან მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
2. სასტუმროში გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
3. ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;
4.სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
5. საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებული, აქტიური, პუნქტუალური, საქმისადმი კეთილსინდისიერი მმიდგომა, ინიციატივის მოქონე და შედეგზე ორიენტირებული. დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |