სასტუმრო კვარიათი ჰილს აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება, სასურველია გავლილი ჰქონდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური
უცხო ენები: ინგლისური, რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
კომპიუტერული უნარჩვევები: სასურველია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
საჭირო უნარები: ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განათლება: სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება
ასაკი: 25-დან 40-წლამდე
სქესი: მამრობითი
ფიზიკური მონაცემები: სპორტული აღნაგობა, სიმაღლე 180 სმ-დან
მართვის მოწმობა: B კატეგორია
სამუშაო გრაფიკი: სრული
დამსაქმებელი უზრუნველყოფს: პერსონალის კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, თანამშრომლების ფროფესიულ ზრდას, განთავსების ადგილს სასტუმროს ოთახში (საქართველოს სხვა ქალაქის მაცხოვრებლების შემთხვევაში)
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი+ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ ასაკი, სიმაღლე, წონა და თან დაურთეთ ფოტოსურათი. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. გასაუბრებები დაიწყება ივნისის დასაწყისში და გაიმართება როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.
|
ყველა უფლება დაცულია 2017 წელი |
ჩვენი პროექტები: |
Created by prosite |