საკონდიტრო-მაღაზია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.(საბურთალოს,გლდანის და ვარკეთილის ფილიალებისთვის)
მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.food7@gmail.com და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი" (ფილიალი) წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
საკონტაქტო:568 839 690